понедельник, 16 ноября 2009 г.

პროექტი

პროექტის სახელი:  მათემატიკა-ყველგან,

მათემატიკა-ყველასთვის,

მათემატიკა-ყოველითვის!                                

პროექტის მოკლე აღწერა 1-2 სიტყვით: ,საახალწლო ღონისძიება, სადაც მხიარულ ტექსტებში გამოყენებული იქნება მათემატიკური ცნებები, მათემატიკის სწავლების მეთოდები, რიცხვები.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს მიესცემათ დავალება მოიძიონ მასალები მათემატიკის განსაზღვრების, ისტორიის, შემადგენელი ნაწილების, ყოფა-ცხოვრებაში გამოყენების შესახებ, სახალისო ამოცანები. მოძიებული მასალების საფუძველზე შეიქმნება ღონისძიების სცენარი.

მონაწილეთა ასაკი: I, III, V, VIII კლასები

ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოიძიებენ ინფორმაციას, გაიაზრებენ და გააკეთებენ ანალიზს.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: შედარებით პატარა ასაკის მოსწავლეები გაიგებენ თუ რა უნდა ისწავლონ შემდეგში. ღონისძიების ვიდეო მასალა  დაიდება ბლოგზე.

სარგებელი სხვებისთვის: ერთი და იგივე საკითხს განიხილავენ სხვადასხვა ასაკობ რივ ჭრილში, მხიარულ კონტექსტში, მიიღებენ ინფორმაციას მათემატიკური საკითხების შესახებ.

სამუშაო ენა: ქართული

პროექტის ფასილიტატორი: მაია ჯავაშვილი

ფასილიტატორის ელ. ფოსტა: maiajavashvili6@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: maiajavashvili6.blogpost.com

 

GAkveTili

                გაკვეთილის გეგმა

 

პედაგოგის სახელი, გვარი

მაია ჯავაშვილი

გაკვეთილის თემა

ნატურალურ რიცხვთა სიმრავლე (შემაჯამებელი)

სწავლების საფეხური, კლ ასი

1-ლი საფეხური, მე-3 კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა

29 მოსწავლე, მათ შორის 2 სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების მქონე მოსწავლეა (სსსმ)

აქტივობის მიზნები

და მისაღწევი შედეგები

 

 

 

გაკვეთილის შემდეგ:

კითხულობს და წერს სამნიშნა რიცხვებს;

შეუძლია რაოდენობებსა და რიცხვებს შორის კავშირის დამყარება;

შეუძლია რიცხვების შედარება;

შეუძლია რიცხვების დაშლა თანრიგების მიხედვით;

შეუძლია რიცხვების პრეზენტაცია სქემების დახმარებით;

შეუძლია  რიცხვთა ღერძის გამოყენება;

შეუძლია მათზე მოქმედებების ჩატარება;

შეუძლია ამ ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება

წინასწარი ცოდნა

ერთნიშნა და ორნიშნა ნატურალურ რიცხვთა სიმრავლეებში მოსწავლე კითხულობს და გამოსახავს რიცხვებს, განმარტავს რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში, ასახელებს რიცხვით ჩანაწერში სხვადასხვა თანრიგებში მდგომი ციფრების შესაბამის მნიშვნელობებს, წარმოადგენს რიცხვს სათანრიგო შესაკრებებად, ალაგებს რიცხვებს ზრდით ან კლებით, ასახელეს წინა და მომდევნო რიცხვებს ან უახლოეს ათეულს, ითვლის შესაბამისი ბიჯით, შეუძლია შეკრება- გამოკლების ოპერაციების

კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარული უნარ-ჩვევები;

ეროვნული სასწავლოგეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები (ინდიკატორები)

3.1. მოსწავლე გამოსახავს, ადარებს და ალაგებს ნატურალურ რიცხვებს პოზიციური სისტემის გამოყენებით

 3.2. მოსწავლე იყენებს შეკრება-გამოკლების მოქმედებათა შესრულების რომელიმე ხერხს

 3.4. მოსწავლე წყვეტს გამოთვლებთან, თვლასთან და შეფასებასთან დაკავშირებულ პრობლემებს

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

სახელმძღვანელო: საყმაწვილო მათემატიკა-.ვახანია;

კითხვარი: რამდენიმე ვარიანტი (სსსმ-თა შესაძლებლობათა გათვალისწინებითაც)                           მაგნიტური დაფა-მაგნიტური რიცხვები, ფიგურები, მარკერები;

კომპიუტერი-15. (შეიძლება მოსწავლეთა დაწყვილებაც)

პროექტორი-1

გაკვეთილის მსვლელობა

1. საორგანიზაციო საკითხები; (2წთ)

2. სამოტივაციო კითხვები: (3წთ)

ა).რისთვის არის რიცხვები საჭირო და რაში ვიყენებთ?

ბ). რა ფრაზები იცით, სადაც იყენებთ რიცხვებს?

3. გავიხსენოთ რა ვიცით რიცხვების შესახებ, რა ვისწავლეთ და რა გვახსოვს. (სლაიდებით გავიხსენებთ პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებს*) (10წთ)

4. როგორ შეძლებთ მოცემული დავალების შესრულებას?  (კიდევ ერტხელ ავუხსნი დავალებას და მონიტორზე გამოჩნდება კითხვარი**) (10წთ)

5. პასუხების გაცემის შემდეგ მოხდება რადენიმე (სასურველია სხვადასხვა დონის) 4 მოსწავლის შედეგების განხილვა და პროექტორით შეფასების ცხრილის*** საჯარო შევსება-განხილვა,(5წთ)

6. გამოვიტანთ დასკვნებს ინდივიდუალური (წყვილში) მუშაობის შედეგების სშესახებ და გადავალთ ჯგუფურზე.(2წთ)

7. მოხდება ჯგუფებად დაყოფა და ლიდერების შერჩევა.(სავარაუდოდ 1 ჯგუფში-5 მოსწავლე)(2წთ)

8.ჯგუფებს მიეცემათ ერთნაირი დავალება****(5წთ)

9. შესრულებული დავალების განხილვა-შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით;

ა) სწრაფი და ზუსტი პასუხები:

ბ) თანამშრომლობა:

გა) ორგანიზებულობა.

(შეფასებისას შეგვიძლია საჯარიმო ქულების დაწესებაც) (3წთ)

10. დასკვნა. (3წთ)

 

შეფასება

 საბოლოო შეფასებისას სიტყვიერი კომენტარები გაკეთდება გაკვეთილის უმსვლელობის დროს გამოჩენილი აქტიურობის, ლოგიკური აზროვნების, დასაბუთების, ანალიზის, სასჯელობის, ურთიერთთანამშრომლობისა და მოსმენის  უნარ-ჩვევების შესახაებ (ინდიუიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით)

 

* სლადები- ნატურალური რიცხვები

 

** კიხვარი

1. რა რიცხვი წერია:

 2*100+5*10+6

2. რა რიცხვია:

  სამას ოცდაჩვიდმეტი

3. რა რაოდნეობაა:

  5 ათეული კიდევ 2 ერთეული და კიდევ 3 ასეული

4. დაშალე თანრიგების მიხედვით:

  843

5. შეადარეთ:

   846*864

6. გამოვალეთ:

  243+17

  583-24

7. გააგრძელეთ 3 რიცხვით:

  620; 621; 630; 631; 640; ...

8. რა რიცხვია უდიდესი სამნიშნა რიცხვი?

9. ჩაწერეთ და გამოთვალეთ: 48-ისა და 7-ის სხვაობას მივუმატოთ ამ რიცხვების ჯამი

10. ციფრებით: 4, 6, 2 შეადგინეთ უმცირესი სამნიშნა რიცხვი

 

*** შეფასების ცხრილი

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

sul

 

კობახიძე

+

+

+

 

+

+

+

+

+

+

9

მოსიძე

+

+

+

 

+

+

+

+

 

+

8

შენგელია

 

+

+

 

+

+

+

 

 

 

5

თამასიძე

+

+

 

 

+

 

+

+

+

+

7

 

·        რომელ კითხვას უპასუხა ყველამ?

·        რომელ კითხვას ვერ უპასუხა ვერცერთმა?

·        რამდენი ქულა დააგროვა მოსიძემ?

·        რომელ კითხვებს ვერ უპსუხა კობახიძემ?

·        რომელმა დააგროვა ყველაზე მეტი ქულა?

 

****დავალება:

1. შეადგინეთ სიტყვები ამასოებით:

   

2. გაშიფრეთ:

 

1

ა ბ გ დ

 

2

ე ვ ზ თ

3

ი კ ლ მ

4

ნ ო პ ჟ

5

რ ს ტ უ

6

  ქ ღ ყ

7

შ ჩ ც

8

ძ წ ჭ

9

ხ ჯ ჰ

გეომეტრიული ნაკვთი:

54313